Wednesday, December 23, 2009

პროექტი

1.პროექტის სახელი;
ექსკურსია იაკობ გოგებაშვილი სახლ-მუზეუმში.
2.პროექტის მოკლე აღწერა;
პროექტის მიზანია მოსწავლეებს ნათელი წარმოდგენა შეექმნათ დედაენის
პირველ შემდგენელზე; იაკობ გოგებაშვილიზე.
3.პროექტის სრული აღწერა.
ვინაიდან ჩვენ გავდივართ ქართულ ანბანს, არაქართულენოვანი მოსწავლეები სწავლობენ ქართულ წერას-კითხვას, საჭიროა მოსწავლეებმა იცოდნენ ''დედაენის''ავტორის და შემდგენელის შესახებ ბევრი რამ,რაც მათთვის იქნება
სიახლე და საინტერესო.
4.მონაწილეთა ასაკი
8-9 წლის.
5. ვადები და ხანგრძლივობა
ერთი კვირა.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში.
მოსწავლეებს შევასწავლი რამოდენიმე ლექსს; დედაენაზე, იაკობ გოგებაშვილზე.
მივცემ ინფორმაციას მის ბიოგრაფიიდან, გავიხსენებთ როდის არის დედაენის დღე.
კითხვა-პასუხით გავიგებ რა იციან? და რა შეიძლება გაიგონ ამ ექსკურსიით?

7. მოსალოდნელი შედეგები;
შედეგი თვალსაჩინოა რადგან მოსწავლეები საკუთარი თვალით ნახავენ იაკობ გოგეგაშვილის სახლ-მუზეუმს, გაეცნობიან საქართველოს ულამაზეს კუთხეს-შიდა
ქართლს. ნახავენ გორის ციხეს და მოკლე ექსკურსი ჩაუტარდებათ წარრსულზე.

8. სამუშაო ენა
ქართული ენა
9. საგნებთან;
ბუნება
10.პროექტის ფასილიტატორი;
მარიტა ბაბლუანი
11.ფასილიტატორის ელ.ფოსტა.m.babluani@gmail.com

No comments:

Post a Comment